ბოლოს განახლდა: 02.05.2023
WWW.CIMCIMA.GE ეს ზოგადი დებულებანი განსაზღვრავს ვებ–გვერდის სარგებლობისა და პირობების წესებს.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით გაეცანით წესებსა და პირობებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ჩვენს წესებსა და პირობებზე თანხმობას. თუ გააგრძელებთ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას, ჩვენთვის ეს იქნება წესებსა და პირობებზე თანხმობის ტოლფასი.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე წარმოდგენილი გამოსახულებები, ფოტოები, ვიდეოები, ნახატები, ლოგოები, გრაფიკა, ფერები, დიზაინი და პროგრამული უზრუნველყოფა (მთლიანობაში „შინაარსი“), ციმციმას საკუთრებაა და დაცულია საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სამართლით. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარ გამოხატული წერილობითი თანხმობის გარეშე თქვენ არ გაქვთ ზემოთმოცემული ინტელექტუალური საკუთრების გამოქვეყნების, გავრცელების, ასლის გადაღების, გარდაქმნის ან მისი სხვა სახით გამოყენების უფლება.
ინტერნეტ მაღაზიის პირობები
ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის ან მშობლის/მეურვის თანხმობით/მეთვალყურეობის ქვეშ იყენებთ მოცემულ ვებ-გვერდს. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი პროდუქტები რაიმე უკანონო ან არასანქცირებული ქმედების ჩადენის მიზნით. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე ვებ-გვერდზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას.
ზოგადი პირობები
ამ მომსახურების პირობებზე დათანხმებით, თქვენ ეთანხმებით, რომ არ მოახდენთ მომსახურების ნებისმიერი ნაწილის რეპროდუქციას, დუბლირებას, კოპირებას, გაყიდვას, გადაყიდვას ან ექსპლუატაციას. დაუშვებელია ჩვენი თანხმობის გარეშე ვებ-გვერდის კომერციული მიზნებისათვის გამოყენება.
ციმციმა იტოვებს უფლებას, უარი თქვას მომსახურებაზე რაიმე მიზეზით, ნებისმიერ დროს.
შეკვეთა
იმისათვის, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქცია შეიძინოთ, აუცილებელია თქვენი ზუსტი პირადი მონაცემები. უნდა მოგვაწოდოთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად.
ფასები
ფასები მითითებულია (ეროვნულ ვალუტაში) ლარში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ გადასახადს.
ფასებში არ არის გათვალისწინებული საკურიერო მომსახურების საფასური, რაც მითითებული იქნება შეკვეთის საბოლოო დადასტურებამდე.
ჩვენი პროდუქციის ფასები შეიცვლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცალოთ ფასი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით , ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევაჩეროთ შეკვეთა, იმ შემთხვევაშიც, თუ შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.
გადახდა
მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს ონლაინ რეჟიმში შეკვეთისას უცხოური და ქართული საბანკო ბარათებით: VISA/MASTERCARD/AMEX. ასევე შესაძლებელია შეკვეთის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა. მომხმარებელს აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს მის მიერ არჩეული გადახდის მეთოდი შეკვეთის დადასტურების დროს.
გეოდე იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან/და გააუქმოს შეკვეთა იმ შეთხვევაში, თუ მომხმარებელს არ აქვს თანხა გადახდილი საბანკო ბარათზე შექმნილი შეფერხების შემთხვევაში.
მიწოდება
გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს მიწოდების პოლიტიკას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
სხვა ვებ–გვერდები
ჩვენი ვებ-გვერდი შესაძლოა მოიცავდეს სხვა ვებ-გვერდებზე გადასასვლელ ბმულებს. თუ თქვენ გადამისამართდებით სხვა ვებ-გვერდზე, გთხოვთ გაეცნოთ მათი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას. ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მესამე მხარეთა საქმიანობაზე.
სამართლებრივი მხარე
თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიერ.
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება “ციმციმას” ვებ-გვერდს, პროდუქციას ან მომსახურებას, გაყიდულს ან/და მიწოდებულს ჩვენ მიერ ან ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად. აღნიშნული არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.
კონტაქტი
www.cimcima.ge ვებ-გვერდთან დაკავშირებით არსებული ნებსიმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო არხებზე.ციმციმა
